| « ნოემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ | 
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 
15-12-2020
პანდემიის დაწყების დღიდანვე, საგადასახადო ადმინისტრირება მაქსიმალურად ორიენტირებული იყო გადასახადის გადამხდელებისთვის წარმოქმნილი სირთულეების შემსუბუქებაზე - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში გაიმართა.
მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში 50,000-ზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება. RS.ge-ზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების გამოყენება, ამ პერიოდში საგადასახადო დავების განხილვა შეუფერხებლად, სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.