გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

21-12-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურში არარეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეს სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული.

ტერიტორიაზე ასევე იყო 18 ერთეული დაუფირნიშებელი, წიწვოვანი მრგვალი მორი და 2 კუბ. მეტრი ფიცარი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი დანადგარი დალუქეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.