გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ივანე მაჭავარიანი: საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა რჩება

21-12-2020

ახალი მოწვევის პარლამენტის 5 საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
როგორც მან აღნიშნა, მომდევნო წლებში საგამოძიებო სამსახურისთვის უცვლელ პრიორიტეტად დარჩება დღგ-ის ყალბი აქტივის შემქმნელი კომპანიების გამოვლენა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა.

„ამ მიმართულებით დაგეგმილია მუშაობის გააქტიურება ამ პერიოდისთვის გამოვლენილ ფაქტებზე, რათა მოხდეს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად ანაზღაურება. გაძლიერდება ღონისძიებები უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით. სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის პარალელურად, გააქტიურდება მუშაობა ამ სფეროში შესაძლო გამოსავლენად. გაგრძელდება კვების მრეწველობაში არაკეთილსინდისერი მეწარმეების გამოვლენა, რომელთა მხრიდანაც ადგილი აქვს პროდუქციის ფალსიფიკაციას“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლინდა დანაშაულის 1 400-ზე მეტი ფაქტი, მათ შორის, უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის 323 ფაქტი და ამოღებულია 630 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი.