გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ივანე მაჭავარიანი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პარლამენტში მოხდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აქტუალიზაცია, რადგან ესაა ადეკვატური რეაქცია იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ვიმყოფებით

21-12-2020

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პარლამენტში მოხდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის აქტუალიზაცია, რადგან ესაა ადეკვატური რეაქცია იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც ვიმყოფებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტის წევრების მიერ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის შესახებ დასმული შეკითხვების საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის სივრცე, სადაც არსებობს ეკონომიკური ეფექტურობის ზრდის რესურსი. მისი განცხადებით, მსგავსი რეფორმები დღეს აუცილებელი და გარდაუვალია იმ გლობალურ კრიზისზე საპასუხოდ, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშია.

„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან ერთად, პარლამენტმაც დაინახა, ეს პოტენციალი და რომ საჭიროა განვახორციელოთ სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა“, - აღნიშნა მან.

ივანე მაჭავარიანმა, ასევე, ისაუბრა კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, ქვეყანაში შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლიბერალური კანონმდებლობა და რომ ახლა, აუცილებელია ბაზარზე გაჩნდნენ ერთი მხრივ საკმარისი რაოდენობის ემიტენტები, რომლებიც შეძლებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და პარტნიორების მოძიებას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორები.

„თუმცა, ინვესტორებზე უფრო მნიშვნელოვანია, იყვნენ ის ემიტენტები, რომლებიც შეძლებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას, პარტნიორის ან კრედიტორის მოიზიდავს. ისინი უნდა იყვნენ გამართული, თორემ ინვესტორების პრობლემა რეალურად არ არის. ჩვენ, როდესაც ვუშვებთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, ვხედავთ, რომ უცხოელებისგან არის მოთხოვნა. ამ ინსტიტუციურ ინვესტორებს ვიცნობთ და რომ დაახვედროთ სხვა, გამართული ფასიანი ქაღალდები, ისინი ასევე სიამოვნებით შევიდოდნენ ამ ბაზარზეც. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, შემუშავებული აქვს მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი, რომელიც ეყრდნობა OECD-ის საუკეთესო პრაქტიკებს. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კაპიტალის ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები იმისთვის, რომ ჩვენი პოტენციალი, რაც არის სხვადასხვა სექტორში მოქმედი სახელმწიფო საწარმოებში, მაქსიმალურად ამოვწიოთ ზემოთ, განვავითაროთ და სახელმწიფო საწარმოები გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.