გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: მთავრობის ადმინისტრაციაში შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შშმ პირების საკანონმდებლო და პრაქტიკული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს

24-12-2020

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ კანონი კარგია, მაგრამ აუცილებელია ამ კანონის პრაქტიკული განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ რატი იონათამიშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა გაეცნობა კარგ პრაქტიკებს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროში, რისი დანერგვაც შესაძლებელია, დაინერგება, მთავარია, გარკვეული პლატფორმა შეიქმნას, სადაც ამაზე საუბარი იქნება.

„მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა საბჭოში, მთავრობის ადმინისტრაციაში ჩვენ შევქმენით სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შშმ პირების საკანონმდებლო და პრაქტიკული მდგომარეობის გაუმჯობესების და ამ მიმართულების განვითარების თემებზე იმსჯელებს. აქ ჩავრთავთ ყველას, იმ სამინისტროებსაც, რომლებსაც წარმატებული პრაქტიკები აქვთ, სამოქალაქო სექტორსაც, ყველას, რადგან გვესმის, რომ ეს საკითხი იმდენად გადანაწილებულია არა მხოლოდ უწყებებზე, არამედ სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე, საჭიროა მაკოორდინირებელი ორგანო და ვფიქრობთ, ადამიანის უფლებათა საბჭო ამ კოორდინაციისთვის სწორი ადგილია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.