ორშაბათი, ივნისი 09, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
თეა ახვლედიანი: საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებთან რეგულარულ კონტაქტზე ვიმყოფებით

25-12-2020

„ბატონი დათა ვანიშვილის ავადმყოფობის დადგენისთანავე, ბუნებრივია ჩვენ ინტენსიურად ჩავერთეთ პროცესში, ამოქმედდა ცხელი ხაზი და საქართველოს შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ადექვატური რეაგირება მივცეთ ამ ვითარებას.

კერძოდ, ჩვენ ვიმყოფებით რეგულარულ კონტაქტზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ბატონი დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებთან. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხები.

ამ ეტაპისთვის თქვენთვის ცნობილია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კრძალავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის ისეთი მძიმე პაციენტებისთვის როგორიც ამ ეტაპზე არის ბატონი დათა ვანიშვილი.

მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, არსებული შესაძლებლობებიდან და რეალური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვმოქმედებთ, მათ შორის ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით”-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.