გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტები გამოავლინა

25-12-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული აფთიაქებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელთა ნაწილი განთავსებული იყო როგორც დახლებზე, ასევე, ობიექტებზე არსებულ სხვადასხვა სამალავში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.