15-03-2018
ხაშურის მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის პროექტი ხორციელდება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, უკვე დასრულდა ასათიანის ქუჩის მეორე ჩიხის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ღირებულებამ 15 288 ლარი შეადგინა.
„პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდება ქალაქ ხაშურში ოსტროვსკის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბუჯეტიდან 3617 ლარი დაიხარჯება და დაბა სურამში პუშკინის ქუჩაზე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 18192 ლარია.
პროექტის განხორციელების შედეგად ორასამდე აბონენტის საყოფაცხოვრებო პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.