გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბოლნისის სოფელ რაჭისუბანში სავარჯიშო სივრცე მოეწყო

25-12-2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, რაჭისუბანში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ხმათა უმრავლესობით, სოფელში სავარჯიშო სივრცის მოწყობა მოითხოვეს.

მოსახლეობის სურვილის შესაბამისად, რაჭისუბანში მდებარე მინი სტადიონთან სავარჯიშო სივრცე მოეწყო. დამონტაჟდა ქუჩის თანამედროვე ტიპის ტრენაჟორები, სავარჯიშო ზონა გადაიხურა და მოეწყო კაუჩუკის რბილი საფარი.

პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი თვითმართველობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ 30 908 ლარი შეადგინა.