გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ

25-12-2020

საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით განხორციელებულ ნაბიჯებზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შეჯამებისას. საზოგადოებასა და მედიას ანგარიში თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში წარუდგინა. მისი განცხადებით, წარსული გამოცდილების გააზრებით, უწყების მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას.

„ფრანგული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებში უკვე განთავსდა ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. აქტიურად გრძელდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზის შესრულება, რომელიც 2021 წლის ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. უწყების ხელმძღვანელმა ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელთან“ გაფორმებულ შეთანხმებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი თავდაცვის ძალები წარმოუდგენელია ძლიერი საავიაციო კომპონენტის გარეშე. მისივე განმარტებით, ამ მიზნით 2020 წელს საავიაციო პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2021 წელს უწყება შეიძენს ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო, ასევე საბრძოლო საფრენ აპარატებს - დრონებს. ასევე, იგეგმება სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფების თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით აღჭურვაც.