გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა: დენის კომერციული ტარიფის ზრდით გამოწვეული წნეხი კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებზე აღარ აისახება

29-12-2020

„ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ნაზარდის, ფასნამატის 50 პროცენტი 2021 წლის განმავლობაში ადგილობრივ კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება. აქედან გამომდინარე, ეს წნეხი კვების პროდუქტების სამომხმარებლო ფასებზე აღარ აისახება, რაც, მერწმუნეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდია რისკი, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ფასებში სწორედ კვების მრეწველობაში აისახოს. ეს იქნება ყველაზე მტკივნეული ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობისთვის, ვინც ისედაც კრიზისულ ვითარებაში იმყოფება,“ - განაცხადა მინისტრმა.