გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დღეის მდგომარეობით საქართველოდან 6 მლნ აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

29-12-2020

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 11.4 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 42%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 43%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4.8 ათასი ტონა), უკრაინასა (3.3 ათასი ტონა) და სომხეთში (3.2 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.