გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ადიგენში შტატგარეშე თანამშრომლებზე 14 000 ლარის პრემია გაიცა

15-03-2018

ადიგენის თვითმმართველობამ, 2015–2016 წლებში, ხელშეკრულებით კანონით დაშვებულზე მეტი თანამშრომელი აიყვანა და მათ ორ წელიწადში 14 000 ლარი პრემია გადაუხადა. ამის შესახებ droa.ge აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით წერს.

2015–2016 წლებში, ადიგენის თვითმმართელობაში შტატით დასაქმებულთა რაოდენობა 77-88 ადამიანი იყო. კანონმდებლობის მიხედვით, თვითმმართველობას შეეძლო, ხელშეკრულებით აეყვანა გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობის 10%, მაგრამ მეტი ადამიანი დაასაქმა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტს შეეძლო, ერთდროულად დაექირავებინა 2015 წელს არა უმეტეს 8, ხოლო 2016 წელს 9 შტატგარეშე მოსამსახურე, თუმცა, მუნიციპალიტეტში დაქირავებულ შტატგარეშეთა რაოდენობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს (8 ერთეულს), 2015 წლის შვიდ თვეში 1-2 ერთეულით აღემატებოდა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2015-2016 წლებში შტატგარეშე მოსამსახურეებზე 122 ათასი ლარის ანაზღაურება გაიცა. გარდა შრომითი ანაზღაურებისა, მუნიციპალიტეტმა პრემიის სახით გასცა 14 ათასი ლარი, აქედან 2015 წელს ხუთი ათასი და 2016 წელს 9 ათასი ლარი.

ადიგენის გამგებელი 2015-2016 წლებში “ქართული ოცნების” წევრი, ზაქარია ენდელაძე იყო. ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ადიგენის მერად კვლავ აირჩიეს.

imedinews.ge