გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის ძალების ოთხ ოფიცერს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა

29-12-2020

საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავდაცვის ძალების ოთხ სამხედრო მაღალჩინოსანს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა.

ბრიგადის გენერლის წოდება მიიღეს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ.

უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო პირებს უმაღლესი სამხედრო წოდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიანიჭა. პრეზიდენტის განკარგულებას ხელმოწერით ადასტურებენ სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.