გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია მოდელირებულ რეალობაშია - წაგებული პოლიტიკოსები გასულ პოლიტიკოსებს მანდატებს უხევენ

30-12-2020

„ოპოზიცია თვითონ იმყოფება დღეს მოდელირებულ რეალობაში, სადაც წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს უხევენ მანდატებს და კარნახობენ პირობებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შემდგომი გადაწყვეტილების მიღების დროს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„მათ შორის, ის ლიდერები და ის მაგალითები, რომელიც თქვენ მომიყვანეთ ახლა, რეალურად, პარლამენტში ვერ შევიდნენ არჩევნებით, ისინი დარჩნენ პარლამენტს მიღმა და დღეს მოძღვრავენ თავის კოლეგებს ოპოზიციაში და საზოგადოების ნაწილს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.