გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2023    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ექსპორტის მოცულობა 11,3 პროცენტით შემცირდა

31-12-2020

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 016.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 72.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 2 182.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (431.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (360.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (281.0 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 677.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 231.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 185.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.5 პროცენტი).