გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კომერციული ბანკების აქტივები 1.99 მლრდ ლარით გაიზარდა

31-12-2020

მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.99 მლრდ ლარით, ანუ 3.69 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი დეკემბრისათვის 55.9 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.74 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.27 პროცენტია.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.