გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

31-12-2020

სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სამხედროებმა მიულოცეს. სარდლობის შტაბმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ქვეითმა, მექანიზებულმა, საარტილერიო და საინჟინრო ქვედანაყოფების სამხედროებმა ვაზიანის დასახლებაში, სოფელ გამარჯვებაში, კრწანისსა და მცხეთაში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შინდისსა და ხიდისთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

გასულ კვირას საქველმოქმედო აქცია დასავლეთის სარდლობის შტაბმა და სარდლობაში შემავალმა ქვედანაყოფებმაც ჩაატარეს. სამხედროებმა ხონის, სენაკისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი ტკბილეულითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით მიულოცეს.