გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ ბოლნისში მცხოვრებ 50 შშმ პირს სასურსათო პაკეტები გადასცა

31-12-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელმა დღეს 50 შშმ პირს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული სასურსათო პაკეტები პირადად გადასცა.

სასურსათო პაკეტები წინასაახალწლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარდა, სააგენტომ რუსთავში, გარდაბანსა და თეთრიწყაროში დაარიგა.

აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასაახალწლო ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახსა და შინმოვლის სერვისით მოსარგებლე მოხუცებულებს გადასცა. ნობათები ასევე საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადის“ ბენეფიციარებმაც მიიღეს.