გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შემოსავლების სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლებს დამდეგი ახალი წელი ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტიდან მიულოცა

31-12-2020

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ყაზბეგს“ ესტუმრა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესთან ვლადიმერ ხუნდაძესა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან მამუკა ჯანგულაშვილთან ერთად ახალი წლის დადგომა იმ მებაჟე ოფიცრებს მიულოცა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ განაცხადა, მაშინ როდესაც, ბევრი უწყება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობდნენ.

"მთლიანად შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ კეთილსინდისიერი შრომისთვის და ვუსურვო ჯანმრთელობა, სიკეთე და უდიდესი სიმტკიცე, რათა კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გველოდება 2021 წელს ღირსეულად იქნეს დაძლეული. თითოეული თქვენგანის წარმატება არის ჩვენი სამსახურის და ქვეყნის წარმატება. COVID-19-ით გამოწვეული პანდემია უდიდეს გამოწვევად იქცა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე, საქართველოსთვის. თავისი მასშტაბურობით მან სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა. მაშინ როდესაც, ბევრი უწყება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები: საბაჟო დეპარტამენტი, ასევე, საგადასახადო მონიტორინგისა და მომსახურების დეპარტამენტები მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობენ. პანდემიის პირობებში, ისინი საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად, 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან. განსაკუთრებული მადლობა მებაჟე ოფიცრებს, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე, ამ წუთებშიც კი უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, იცავს ქვეყნის ეკონომიკურ საზღვარს და თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს“, - აღნიშნა ლევან კაკავამ.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელი ადგილზე დაესწრო საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის პროცედურების კონტროლს.