20-11-2017
დღეს, 20 ნოემბერს, ხაშურში საკრებულოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბა და უფლებამოსილება წინა მოწვევის საკრებულოს შეუწყდა.
საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით მიხეილ ჯანაშვილი, ხოლო მოადგილედ ზურაბ ნოზაძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. დღესვე აირჩიეს საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიათა შემადგენლობაც.
არჩევნების შედეგების მიხედვით, საკრებულოში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საკრებულოში 21 ადგილი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“-3, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“- 2, „ბაქრაძე, უგულავა -ევროპულმა საქართველომ“ - 2, „შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტულმა პარტიამ“- 1, ხოლო დამოუკიდებლად შევიდა 2 დეპუტატი
სხდომა N35 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმედო ლაცაბიძემ გახსნა. მან დამსწრეთ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგები წარუდგინა. აღნიშნა, რომ თვითმმართველი თემის მერად გამარჯვებულია გიორგი გურასპაშვილი, რომელიც უფლებამოსილებას შეუდგება არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 11-ე დღეს.
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე სხდომას უხუცესი წევრი ნოვე ტაბატაძე წარუძღვა.
ფოტოები გადაღებულია მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის მიერ.
მიხეილ ჯანაშვილი
საკრებულოს თავმჯდომარე
დაიბადა 1965 წლის 7 სექტემბერს ქალაქ ხაშურში. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
1982-1986 წწ. სწავლა გააგრძელა გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში.
1989-1991 წწ. მუშაობდა ხაშურის საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკაში საგეგმო განყოფილების ეკონომისტად;
1991-1993 წწ. -შსს ხაშურის დაცვის განყოფილების კადრების ინსპექტორად; 1993-1994 წწ. - ხაშურის რაიონის პროფცენტრის მთავარ ბუღალტრად;
1997-1999 წწ. - ქართლის მოძრავი საბაჟოს წამყვან ინსპექტორად;
1997-1999 წწ - მოძრავი რეგიონალური საბაჟო, ექსპორტ-იმპორტისა და საბაჟო მომსახურების განყოფილების მთავარ ინსპექტორად;
1999-2002 წწ. „გორის“ საბაჟო საწყობების მომსახურების სექტორის უფროსად;
2002-2005 წწ. საბაჟო „ჩრდილოეთის“ საბაჟო გაფორმების განყოფილების უფროს ინსპექტორად;
2007-2008 წწ -შემოსავლების სამსახურის რეგიონული საბაჟო „აღმოსავლეთის“ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განყოფილების ინსპექტორად;
2008 წ. - შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს განყოფილების მთავარ ინსპექტორად.
2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.
2014-2017 წწ - საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"
დაიბადა 1989 წელს ქალაქ ხაშურში. 2006 წელს დაამთავრა ალის საშუალო სკოლა. დაოჯახებული.
2011 წელს დაამთავრა ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. არის 2004 წლის მსოფლიო ჩემპიონი სამბოში;
2006 წლის ევროპის პრიზიორი;
2007-2010 წწ. საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში.
2013-2014 წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
2012 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წევრი.
2014-2017 წწ - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"