გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პოლიციამ აბაშაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

4-01-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1973 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ზ.დ. გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკრატელი.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.