გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბექა ოდიშარია: ამ ორდენის დევიზია "ღირსება და სამშობლო" - ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება ბიძინა ივანიშვილის განვლილ ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას

6-01-2021

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.

„ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს პრესტიჟულ ჯილდოს - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულს!

დიდი მადლობა ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ქართველი მეცენატის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის, დაფასებისათვის!

ამ ორდენის დევიზია „ღირსება და სამშობლო“ - ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება მის განვლილ ცხოვრებისეულ გზას და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით.

მომავალშიც ვუსურვებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნაყოფიერ საქმიანობას და საერთო გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა