როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიაში 3 ავტომობილი ფიგურირებს.
უწყების ინფორმაციითვე, გამოძიება 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან დაკავებული თანამდებობის, საქმიანობის უფლების სამწლამდე ვადით ჩამორთმევით ისჯება.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მცხოვრები ოჯახის სამი წევრი დაიღუპა.