გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხაშურში სილამაზის კონკურსი „მის იუნიორი-2018“ გაიმართა

16-03-2018

ხაშურის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში, სილამაზის კონკურსი „მის იუნიორი 2018“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, კონკურსში 22 გოგონა მონაწილეობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, 2018 წლის ხაშურის „მის იუნიორი“ გახდა მართა მელაძე, ხოლო „ვიცე მის იუნიორის“ ტიტული ნინო ზუმბაძეს ხვდა წილად.

გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერიისგან და ხაშურის ტექნიკის სახლისგან სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. კომპანია „ორიფლეიმის“ მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით 2018 წლის „მის მეგობრობის“ ტიტულის მფლობელი ლანა ხაჩიძე დაჯილდოვდა. 

კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია და სამოდელო სააგენტო „ფავორიტი“. სიალამაზის კონკურსი ხაშურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის და ხაშურის კულტურის ცენტრების გაერთიანების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

"ინტერპრესნიუსი"