გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მერის წარმომადგენელი დააკავეს

13-01-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი მოქალაქეს, 65 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ზუგდიდის რაიონის სოფ. ერგეტაში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.