გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბიძინა ივანიშვილი: როცა პოლიტიკაში მოვედი გამოცდილი პოლიტიკოსები, რომლებიც მეუბნებოდნენ, საჯაროდ დავიწყოთ გამოსვლები და მიტინგები დავიწყოთო, ძლივს ვაჩერებდი სიტუაციას

13-01-2021

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო, ხალხი მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაშინებული იყო და პროტესტის გამოხატვას ვერ ბედავდა.

ივანიშვილის თქმით, იმ პერიოდში სწორი მენეჯმენტის შედეგად, ხალხის მობილიზება მოხერხდა.

„თუ ვინმეს შეფასების უნარი აქვს, აბსოლუტურად ვაჩვენე მენეჯმენტში გამოცდილება. გავიხსენებ, ვინც დამხვდნენ ყოფილი, გამოცდილი პოლიტიკოსები, როგორ მეუბნებოდნენ, რომ აბა, საჯაროდ დავიწყოთ გამოსვლები და მიტინგები. ძლივს ვაჩერებდი სიტუაციას, ვიდრე ჩემებურად არ გადავალაგე. მახსოვს, მაინც არ მეშვებოდნენ, მრჩევლები მყავდნენ კიდევ, რომლებიც დღესაც იჩემებენ, რომ რაღაც იციან – აი, ის გამოიყვანე, აბა, ქუჩა და ქუჩა. რომ არ მომეშვნენ, მახსოვს, ბორჯომში გავუშვი, იქ ვართ ყველაზე მაგრადო. ოღონდ, არ გეწყინოთ-მეთქი დაცვას, კაცს გაგაყოლებთ, რომ დავინახო, რამდენ ხალხს მოაგროვებთმეთქი. როგორ ფიქრობთ, რამდენი მოაგროვეს? 10 კაცი ვერ მოაგროვეს და რომ დაღამდა, შემდეგ 25 კაცამდე ავიდა, იმდენად დაშინებული იყო ხალხი. აბა, ნახეთ, როგორი ხელისუფლება გვყავდა, თვითონ მშიშრები, რა თქმა უნდა. ძალას, სახელმწიფო სტრუქტურებს იყენებდნენ, ხალხი როგორი დაშინებული იყო. იმ ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენე ყველა თვისება ძლიერი მენეჯერის და გავაკეთე ხალხის მობილიზება. სად შეიძლებოდა ძალა ყოფილიყო? არა ქვების სროლაში, როგორც მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და დღესაც ძალით რომ ცდილობენ. ხელისუფლების წყაროა ხალხი. თუ ნახეთ, როგორი მობილიზება მოხდა ხალხის, ეს არ მომხდარა თავისით. რა თქმა უნდა, ხალხსაც განწყობა ჰქონდა. ჩემი წვლილი შეიძლება, ნახევარი იყოს, მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის და უფრო მეტი წვლილი მობილიზაციაში, რა თქმა უნდა, ხალხისაა. იმხელა თავყრილობა არ ახსოვს ჩვენს საზოგადოებას. 700 000-საც ამბობენ, როდესაც არჩევნების წინ თავყრილობა გავაკეთეთ. მე მახსოვს, როგორ დავდიოდი ტელევიზიებში და ძალიან ხშირად როგორ ვეხვეწებოდი ხალხს, რომ, გამოდით, ჩვენი ძალა ამაშია. ყავარჯნებით გამოვიდა ხალხი, იმდენად გამწარებული იყვნენ. ეს არის ჩემი პოლიტიკური ქმედების, ასე ვთქვათ, მწვერვალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდმა რაოდენობამ, ხალხის მაქსიმალურმა მობილიზაციამ განაპირობა ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა.

„არ მინდა, ნიუანსებში ჩავიდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამეგობრო ძალიან აქტიური იყო, აშშ-დან ბევრი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა, ძალიან ბევრი მე მარწმუნებდა, რომ როგორმე ოპოზიციას დავჯერებოდი ამ ეტაპზე და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისიც მახსოვს, როდესაც არჩევნების დღეს დათვლა შეაჩერეს ერთი პერიოდი და ამ დროსაც გარკვეული შეხვედრები გრძელდებოდა. ჩვენს მეგობრებს ამერიკული თანამგზავრიდან გადაღებული ხალხის რაოდენობა ვაჩვენე, მე ამის გამჩერებელი არ ვარ, არასწორი იქნება-მეთქი. ტრაბახობენ, მშვიდობიანად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, სისხლს დაღვრიდნენ, მაგრამ გამოსავალი არ დავუტოვეთ, ხალხის ძალის ისეთი მობილიზაცია მოხდა. მობილიზაცია მოხდა რეალური ძალის და არა ამ ხელოვნური, მოგონილი ძალის, რასაც დღესაც ცდილობენ, გამოიყენონ. რეალური ძალის მაქსიმალური მობილიზაცია იყო მენეჯმენტის, მათ რიცხვში, ჩემი დამსახურება და, რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელების“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.