გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბიძინა ივანიშვილი: თუ მუდამ ქუჩა და ძალადობა მიდის, ეს ძალას გართმევს, უამრავი ენერგია მიდის გაურკვეველ ბრალდებებზე

13-01-2021

ინტერნეტიზაცია და გლობალიზაცია ძალიან გაიზარდა, ზოგადი გეოპოლიტიკაც შეიძლება ცვლილებებს დაექვემდებაროს. ამ ფონზე ქვეყანა უნდა იყოს მომართული, ჯანსაღი, კარგი ხელისუფლება უნდა იყოს წარმოდგენილი, სტაბილური უნდა იყოს ქვეყანა, რომ გაუძლოს ახალ გამოწვევებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„თუ მუდამ ქუჩა და ძალადობა მიდის, ეს ძალას გართმევს, უამრავი ენერგია მიდის გაურკვეველ ბრალდებებზე, ნაცვლად იმისა, რომ მათგან მოვისმინოთ ჭეშმარიტად უკეთესი, რაზეც სახელმწიფომ შესაძლოა, რეაქცია გააკეთოს.

ჯანსაღი ოპოზიცია უნდა იყოს, რომელიც კონსტრუქციულია, არგუმენტებით საუბრობს, იცის, როგორ განავითაროს ქვეყანა. ეს არ გვესმის, სამწუხაროდ, დღევანდელი ოპოზიციისგან. პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილურობა გვჭირდება, რომ ქვეყანამ გამოწვევებს გაუძლოს, რომლებიც დიდი ალბათობით გველის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.