გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მებაჟეებმა სარფში 18 181 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

14-01-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ა.ბ. მართავდა. რისკის პროგრამის საფუძველზე, ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა და ავტომანქანა შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი“ გაიგზავნა.

მებაჟე ოფიცრების მიერ აღნიშნული ტვირთის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად, 18 181 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელის (საერთო წონით, 1424 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.