გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროკურატურამ კასპში მომხდარი ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე გ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა

18-01-2021

საქართველოს პროკურატურამ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ორი პირის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე, გ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა და გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.მ.-მ სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტში მძევლად ხელში ჩაიგდო თ.ლ. და ს.ფ., უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და მძევლების სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა კონკრეტული ქმედებების შესრულებას.

სამართალდამცველებმა გ.მ. 16 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება, ჩადენილი ორი პირის მიმართ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის დასადგენად, შეეძლო თუ არა გ.მ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.