გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის სოფელ რენეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იწყება

18-01-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დაიწყება. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოების შესყიდვის ტენდერი 2020 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა.

კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის - მათგან 4 საზღვრისპირა სოფელია, ხოლო 3 კი მაღალმთიანი. 30 წელია რაც არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და ბავშვები მეზობელ სოფლებში დაჰყავთ.

"თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ საბავშვო ბაღში 8 სოფლის ბავშვები ივლიან. ბაღში ბავშვებსა და პედაგოგებს ყველა საჭირო პირობები ექნებათ" - აცხადებენ კასპის მერიაში.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 715 113 ლარია.