გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერმა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

21-01-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას განიხილეს ის ნაბიჯები რომლებიც, მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების მიმართულებით პირველ ეტაპზე უნდა გადაიდგას.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია მაქსიმალურად ფრთხილი მიდგომა და თითოეული შეზღუდვის მოხსნა ეფუძნებოდეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგს, რათა არსებული სტაბილიზაციის შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმაზე, რომელიც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარედგინება. გეგმაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატშიც იმსჯელებენ.

ამასთან, ინტენსიურად გრძელდება ერთობლივი მუშაობა კერძო სექტორთან, რათა ბიზნესმა ვირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, გახსნის ეტაპზე უზრუნველყოს კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი.