გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

ნინო წილოსანი: 2021 წელს კომიტეტი და სამინისტრო შეჯერებული სამოქმედო გეგმით ვიმუშავებთ

21-01-2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს 2021 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო წინაპირობის შექმნა იმისათვის, რომ საპარლამენტო კომიტეტმა და სამინისტრომ კოორდინირებული სამუშაო გასწიონ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისათვის, ასევე იმ პრიორიტეტების განსაზღვრისათვის, რომლებზეც კანონმდებლები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები 2021 წლის განმავლობაში იმუშავებენ.

ნინო წილოსანმა სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია კომიტეტის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს კომიტეტის მიერ განსახორციელებელ საქმიანობას როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით.

შეხვედრაზე გაცვალეს მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც გადაწყდა, რომ კომიტეტი და სამინისტრო ერთობლივად იმუშავებენ. მოხდა იმ გამოწვევებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირება, რაზეც 2021 წელს განსაკუთრებულად გაკეთდება აქცენტები. ეს ეხება როგორც სასურსათო უსაფრთხოებას, ფერმერული მეურნეობების გაძლიერებას, სასურსათო ბანკის შექმნას, ასევე ისეთ პროექტებს, როგორიცაა აგრორეგიონი, ბიომეურნეობების განვითარება და სხვა საკითხები.

პრიორიტეტებს შორისაა ასევე აგრარულ სფეროში, სოფლის მეურნეობაში განათლების ხარისხის ზრდა, პროფესიონალი კადრების მომზადება და რეგიონების ასეთი კადრებით უზრუნველყოფა, ევროპულ ბაზარზე გასვლა, იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკის წარმოება, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიწის კანონის და მიწის რეფორმის აღსრულების მონიტორინგზე, ასევე კოოპერატივების მუშაობის პროცესზე და ა. შ.

„ძალიან ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა შედგა. დღეს მინისტრთან და მის მოადგილეებთან გვქონდა დისკუსია, თუ რა უნდა ყოფილიყო 2021 წლის კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ასახული მათი მხრიდან. ჩვენი მხრიდან გავაცანით ის პრიორიტეტები, რომლებზეც კომიტეტში ვმუშაობთ და განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ. შეხვედრის ბოლოს ჩამოვყალიბდით საკითხებზე, რომლებზეც ერთობლივად ვიმუშავებთ და რომლებსაც აუცილებლად საკანონმდებლო მხარდაჭერა სჭირდება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 2021 წელი იქნება ძალიან ეფექტიანი მუშაობის დასაწყისი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.