გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგის განვითარებაზე იმსჯელეს

21-01-2021

აგრარულ საკითხთა კომიტეტში მეჩაიეობის დარგთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მეჩაიეობის დარგის განვითარების გეგმაზე.
როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, არსებული სახელმწიფო პროგრამები ამ დარგის აღორძინებას ხელს უწყობს, თუმცა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება და სამუშაო ჯგუფთან ერთად იმ სტრატეგიის დასახვა, რომლის საშუალებითაც მეჩაიეობა უფრო სწრაფად აღდგება და აღორძინდება.

„ამიტომ, მოწვეული გვყავდა როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე მეწარმეები და მეცნიერები. ეს არის, ალბათ, პირველი შემთხვევა, როდესაც ყველა დაინტერესებული მხარე ჩართულია ამ საკითხის განხილვაში. მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამ დარგის აღორძინება დასაქმებასთან მიმართებაშიც განვიხილოთ. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შეხვედრები და ყველა იმ საკითხს და ინფორმაციას მოვუყრით თავს, რაც ამ დარგის აღორძინებისთვის არის საჭირო“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.