გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება

22-01-2021

ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება და ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადებისა და რიგების მართვა.

„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების, რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია.

შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.