გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

24 იანვრამდე განხორციელებულმა მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 17.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

25-01-2021

მიმდინარე წლის 24 იანვრამდე პერიოდში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან 36.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 17.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სიფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.5 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (21.2 ათასი ტონა), სომხეთსა (8.0 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა).

აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.