გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში მითითებულია, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა

25-01-2021

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში პირდაპირ და ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ასევე არის პირდაპირი მითითება, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც 25-29 იანვარს ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დღეს ასამბლეა ორ, საქართველოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს განიხილავს.

„ერთი ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია იმ სადამკვირვებლო მისიის მიერ, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს. დოკუმენტში პირდაპირ და ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ასევე, არის პირდაპირი მითითება იმის თაობაზე, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში.

ასევე, ჩვენ განვიხილავთ დღეს მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებას, სადაც, საქართველო წლიდან წლამდე, მოხსენიებულია როგორც ქვეყანა, რომელიც ახორციელებს პროგრესს რეფორმების თვალსაზრისით. აქ არის საუბარი როგორც ჩატარებულ არჩევნებზე, ასევე, ჩვენთან, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ოკუპაციაზე, რომელსაც ჩვენს ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. საქართველოს დელეგაცია ორივე ამ დოკუმენტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. გვექნება მოხსენებები, სადაც პირდაპირ და ღიად ვისაუბრებთ იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მივიღეთ აქამდე გატარებული რეფორმების საფუძველზე და ასევე, რას ვგეგმავთ მომავალში, რომ კიდევ უფრო სრულვყოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი“,- განაცხადა დეპუტატმა.