გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი გადაწყვეტილება იმ ინტერესიდან გამომდინარეობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემოვიტანოთ მაღალი ხარისხის ვაქცინა და დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი

25-01-2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნება, მნიშვნელოვანი წინაპირობაა მწარმოებლების მოთხოვნაა სახელმწიფომ გაიზიაროს შესაძლო დამდგარი ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა.

ამის თაობაზე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობასთან დაკავშირებით საკითხის განმარტებისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პროცესს არ ჩამოვრჩეთ და რაც შეიძლება სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა. უცილობლად შეუცვლელი პირობაა ის, რომ მას უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია მწარმოებლების მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ გაიზიაროს შესაძლო დამდგარი ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, თუ კი ეს არ იქნება განპირობებული მწარმოებლის, იმპორტიორის, კლინიკის ექიმის შეცდომით და ვფიქრობ, რომ ასეთი მზაობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარვადგინოთ კოვაქს-პლატფორმაზე. ასეთი საკანონმდებლო ჩანაწერები გაკეთდა არაერთ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში. ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს მაღალი ხარისხის ვაქცინა და რომ ჩვენ ამ პროცესს არ ჩამოვრჩეთ, ორ-სამ დღესაც აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა, საერთო გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ იმ ინტერესით, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.