გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ სარჯველაძე: საკანონმდებლო ინიციატივით, რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით მიდგომა შეიცვლება

25-01-2021

ბიუროს სხდომაზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა:

„წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია .ე.წ. დოზირების საკითხის ახლებულად დარეგულირება რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით, დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, მცირე და დიდი ოდენობა გაიგივებულია ერთმანეთთან, შესაბამისად ეს იწვევს იმას, რომ პრაქტიკაში რეალურად როდესაც სხვადასხვა დოზით ნარკოდანაშაულის ჩადენა (მოხმარებასთან დაკავშირებული), ეს რა თქმაუნდა გასაღებას არ უკავშირდება, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ერთგვაროვან მიდგომას, რაც უსამართლოა ხშირ შემთხვევაში, არათანაბარ მიდგომას გულისხმობს.

აქედან გამომდინარე, გაჩნდა ეს ინიციატივა, რომელიც განხილულ იქნა ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით ნარკოდანაშაულთა მებრძოლ უწყებათაშორის კომისიის ფარგლებში და, შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ რვა ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებით შეიცვლება მიდგომა. შესაბამისად, მას გაუჩნდება მცირე ოდენობა და შესაბამისი იქნება უკვე სისიხლისსამართლებრივი პოლიტიკა ამ კატეგორიის ნივთიერებებთან მიმართებაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.