გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება პირველი თებერვლიდან აღდგება

28-01-2021

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან აღდგება.

შეგახსენებთ, covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა გასული წლის 25 მაისიდან ჰქონდათ, თუმცა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 28 ნოემბრიდან ეს უფლება კვლავ შეუჩერდათ.

ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოცემული შეზღუდვა 1-ლი თებერვლიდან მოიხსნას.