გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არჩილ თალაკვაძე: არ მინდა ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებებში წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც თვითონაც არ სჯერა იმის, რაც უნდა ემტკიცებინა მეორე მხარესთან

31-01-2021

„პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ არა. ეს მართლმსაჯულების საქმეა", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტვ „იმედის" ეთერში დავით გარეჯის საქმეზე გირაოთი გათავისუფლებულ პირებთან დაკავშირებით. მისი თქმით, განცხადება, რომელიც ერთ-ერთმა ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა, იყო უმძიმესი.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ არა - ეს ერთი და მეორე - ადვოკატებისთვის და საზოგადოებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, თუ როდის იყო სასამართლო სხდომები ამ საქმეზე და ამას ჩვენ ვერავის მოვარგებდით. მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ის განცხადება, რაც ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა და ეს განცხადება არის უმძიმესი, - მე არ მინდა ჩვენს ქვეყანას მოლაპარაკებებში წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც თვითონაც არ სჯერა იმის, რაც უნდა ემტკიცებინა მეორე მხარესთან - თუ ვის და რატომ უნდოდა ეს, მართლმსაჯულებამ უნდა გაარკვიოს. რა სიხარულის პერფორმანსიც მოაწყვეს იმ დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით მედიის საშუალებით, ესეც საზოგადოების მოტყუებაა - პატიმრობის შეცვლა გირაოთი არ ნიშნავს, რომ ამ საქმეზე ვინმე გამართლდა - საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს. თუ დააკვირდით ადვოკატებზე მეტად ოპოზიციონერებს "უხაროდათ" პატიმრობის შეცვლა, რადგან ადვოკატებმა კარგად იციან საქმე გრძელდება. რაც ვიცით ამ ეტაპზე, არის ის რაც გამოძიებამ განაცხადა, რომ პირთა წრე, ვინც დავალებებს გასცემდა იდენტიფიცირებულია. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.