გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: 15 თებერვლიდან, თბილისში, რუსთავში და ქუთაისში, ბავშვები სკოლაში, სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, ასევე, კვების ობიექტები, რესტორნები, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში; შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას

4-02-2021

15 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, ჩვენი შვილები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავში და ქუთაისში, ბავშვები სკოლაში, სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.

„გარდა ამისა, 15 თებერვლიდან, შემდეგი ორშაბათიდან, კვების ობიექტები, რესტორნები, შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში.

ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება, 15 თებერვლის შემდგომ და ამ შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ უფრო დაჩქარება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე. ჩვენ, შემდგომ მთავრობის სხდომაზე, შევძლებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ასევე ვუთხრათ, რომელი შეზღუდვები იქნება მოხსნილი", - აღნიშნა პრემიერმა.