გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზალკალიანი: ეს პროვოკაცია ნათლად ასახავს რუსეთის დესტრუქციულ გეგმებს, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით

5-02-2021

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ, ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე და აღნიშნავს, რომ ეს პროვოკაცია ნათლად ასახავს რუსეთის დესტრუქციულ გეგმებს, საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით.

"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად," - ნათქვამია მიმართვაში.