გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

6-02-2021

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, უწყებასა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კობა კობალაძე სტუმრებს ესაუბრა იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებიც სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში, ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით გადადგა და აღნიშნა, რომ სამსახურისა და მისი ბენეფიციარების წინაშე, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევა, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. ამიტომაც, საჭიროა უწყებათა შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.

დევნილ ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მხარეები მიმართავენ მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, მათი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, შესაბამის პროექტებში/პროგრამებში დევნილ ვეტერანთა მაქსიმალური ჩართულობა.

სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ვეტერანთა ღვაწლს და აღნიშნა, რომ დევნილ ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას, გათვალისწინებული იქნება სამშობლოს წინაშე მათი დამსახურება: კანონმდებლობის ფარგლებში, დევნილ ვეტერანთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, მათი დაკმაყოფილების საკითხი პრიორიტეტულად განიხილება; საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებში _ სოფლის მეურნეობის, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმოებისთვის, როგორც დონორი ორგანიზაციებიდან, ასევე, სახელმწიფოდან გრანტების მოპოვებისას პრიორიტეტი დევნილ ვეტერანებს მიენიჭებათ. ამავე პრინციპით გადაწყდება დევნილ ვეტერანთა დასაქმების საკითხიც, რაც, თავის მხრივ, ტრენინგებსაც მოიაზრებს; მხარეები ამ საკითხსაც ერთობლივად გადაწყვეტენ და ვეტერანთა გადამზადების პროექტებს ერთობლივად შეიმუშავებენ.

მემორანდუმს ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ძალაშია მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.