გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კახა ქემოკლიძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშრებით

6-02-2021

ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშრებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, საერთაშორისო წარმომადგენლებისა და სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ გამართა შეხვედრა სტრატეგიულ მოკავშირეებთან - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ დეგნანთან და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, ბატონ ჰარცელთან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი განხილვის საგანი იყო საქართველოს მოქალაქის, გახელაძის, დე-ფაქტო ცხინვალის მიერ უკანონო პატიმრობაში ყოფნა. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად აკვირდება და სწავლობს პრემიერმა თავად მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პატივცემულ ელჩებს. ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ამ თემასთან დაკავშრებით. საერთაშორისო წარმომადგენლების, ისევე, როგორც მთლიანად, სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის დაძლევა. ჩვენ, პრემიერ-მინისტრის ოფისი აქტიურად ვმუშაობთ და გავაგრძელებთ აქტიურ ღონისძიებებს ამ მიმართულებით", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.