გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ დასრულდა

8-02-2021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული საგრანტო პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ დასრულდა. პროექტის ფარგლებში,თხილის დომინანტური მავნებლები და დაავადებებიგამოვლინდა, შესწავლილ იქნა თხილის 18 პათოგენური მიკროორგანიზმი, გამოიცა ბროშურა „თხილის მავნებელ-დაავადებები და მათი მართვა ბიომეურნეობაში“,ასევე, სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო თეზისები, შეიქმნა 3 წლისაგროკლიმატური მონაცემების ბაზა.

პროექტი„გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული,ფუნდამენტურ კვლევებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტს ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მანანა კერესელიძე ხელმძღვანელობდა.