გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ფრთამ თავის მიზანს ვერ მიაღწია

8-02-2021

დღეს არის მოცემულობა საქართველოს პარლამენტში, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია სამი პოლიტიკური პარტია. აქედან უკვე ჩანს, რომ რადიკალურმა ფრთამ თავის მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი რადიკალურ ოპოზიციასთან მიმართებით გადაწყვეტილებას პრაგმატულად იღებს, რაზეც მეტყველებს ის, რომ პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა.

„მათ გამოიყენეს გარკვეული პროცედურული ინსტრუმენტები საბოტაჟის განსახორციელებლად და ჩვენ ვაჩვენეთ მათ, რომ კონსტიტუცია გვანიჭებს ბევრად უფრო ეფექტიან ინსტრუმენტს ამ პროცედურული ინსტრუმენტების საპირისპიროდ. ეს არის სამართლებრივი პროცედურული ინსტრუმენტი, რომელიც მინიჭებული აქვს პარლამენტს და საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის მხრიდან და ჩვენგან, ბუნებრივია, არ იქნებოდა პრაგმატული გადაწყვეტილება, თუ ამ ინსტრუმენტს არ გამოვიყენებდით. თუმცა, სამომავლოდ გაგრძელდება ეს პროცესი. შეიძლება კიდევ ერთხელ შემოიტანონ ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადი მანდატების შეწყვეტაზე და მომდევნო ჯერზე ხელახლა გადავხედავთ საკუთარ გადაწყვეტილებას და იმ მომენტისთვის არსებული გარემოებების შესაბამისად მივიღებთ ახალ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.