ოთხშაბათი, ივნისი 11, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების" დაშლის წინაპირობა არ არსებობს

8-02-2021

ეს არის ძლიერი, შეკრული, მიზანდასახული გუნდი, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს, - ასე ახასიათებს ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ გუნდს „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გუნდში თავის როლზეც ისაუბრა.

„ჩემი ამოცანა არის ის, რომ გუნდმა იმუშაოს მაქსიმალურად ეფექტიანად, რათა ჩვენ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ ყველა მიმართულებით - როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. გუნდი დაკომპლექტებულია ძლიერი ლიდერებით და ასევე წარმოჩენილია გუნდი, რომელსაც აქვს ძლიერი ხედვა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტი, უფრო მჭიდრო კომუნიკაცია, რომ ჩვენი სათქმელი საზოგადოებამდე მაქსიმალურად მივიტანოთ და თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ხელისუფლების მხრიდან, საზოგადოებასთან მაქსიმალურად იყოს შეჯერებული“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამისთვის კარგი კომუნიკაცია და კოორდინაცია არის საჭირო, რისთვისაც კარგი წინაპირობა არსებობს, რაც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ გუნდის დაშლის წინაპირობა არ არსებობს.