გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შუახევში ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

19-03-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გატარებული ღონისძიების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე 6 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. ერთ შემთხვევაში, ავტომანქანის მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, მეორე მძღოლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს კი ვადა ჰქონდა გასული, რაც ასევე ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევას წარმოადგენს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.