გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით ხელვაჩაურში ღვინის საწარმო აშენდა

9-02-2021

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით ხელვაჩაურში ღვინის საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული ბენეფიციარის, თამარ ბოლქვაძის მარანს ეწვია და საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარმა ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე დანადგარები და ინვენტარი შეიძინა.

აღნიშნული პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელის შეწყობა.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამით 2020 წელს 18 პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული პროექტი 2021 წელსაც გაგრძელდება და ბიუჯეტი 1 მლნ ლარი იქნება.